პორტუგალიის ჩემპიონატში საგოლე პასი გააკეთა გიორგი ქოჩორაშვილმა
პორტუგალიის ჩემპიონატში საგოლე პასი გააკეთა გიორგი ქოჩორაშვილმა. მე-14 ტურში სპორტინგი სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს „ეივიესს“ შეხვდა და 6:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების წევრი პორტუგალიის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ნახევარმცველის თავური პასით 37-ე წუთზე ჯენი კატამომ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა. ქოჩორაშვილმა ჩემპიონატში მე-11 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი გადაცემით პირველად გამოირჩა. „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონატში 35 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 დეკემბერს, სტუმრად „გიმარაეშს“ შეხვდება.
