განათლების მინისტრის მოადგილემ ეროვნული კონკურსის, „ვორლდ სქილს საქართველოს 2025“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა
განათლების მინისტრის მოადგილემ ეროვნული კონკურსის, „ვორლდ სქილს საქართველოს 2025“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ბაია კვიციანმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სერტიფიკატები გადასცა. საპრიზო ადგილის მფლობელებს საშუალება ეძლევათ მეტად განავითარონ უნარები უკვე მომდევნო 48-ე საერთაშორისო კონკურსისთვის, რომელიც 2026 წლის 22–26 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართება. ვორლდ სქილის საერთაშორისო კონკურსი 85 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
