ნიდერლანდებში გურამ ოდიშარიას ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი წიგნების პრეზენტაცია და ლექცია-სემინარები გაიმართა
ნიდერლანდებში გურამ ოდიშარიას ნიდერლანდურ ენაზე ნათარგმნი წიგნების პრეზენტაცია და ლექცია-სემინარები გაიმართა. პირველი შეხვედრა ლეიდენის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელი სპეციალობის სტუდენტებთან და პროფესურასთან მოეწყო, სადაც რომანის „სათვალიანი ბომბის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაციაც შედგა. გურამ ოდიშარიას ნაწარმოებები 30 ენაზეა ნათარგმნი. შემდეგ კი, ქართველ მწერალს ორგანიზაცია „კვინტა ესენციას“ დამფუძნებელმა ჰოლანდიელ მკითხველთან ერთად უმასპინძლა. გურამ ოდიშარია ანტვერპენის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულ ლიტერატურულ თეატრ „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებლის თანადგომით, ბელგიაში მცხოვრებ ემიგრანტებსაც შეხვდა. ბოლოს კი, თავის ნაწარმოებებზე, ქართულ-აფხაზური თანაცხოვრების პერსპექტივებზე ჰააგაში მდებარე რესტორან „სოხუმში“ შეკრებილ ემიგრანტებთან ისაუბრა.
