ბუდაპეშტში მასშტაბური საპროტექტო აქცია გაიმართა
ბუდაპეშტში მასშტაბური საპროტექტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერი ლიდერის, პიტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, პრემიერ ორბანის ოფისებისკენ მსვლელობა გამართეს. მათ არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს და ორბანს გადადგომისკენ მოუწოდეს. ინციდენტის გამო ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. დაკავებულია 7 ადამიანი.
