ქალაქ ღაზაში ერთ-ერთ ავტომობილზე თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ უფროსი მეთაური რაედ საედი მოკლეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ ღაზაში ერთ-ერთ ავტომობილზე თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ უფროსი მეთაური რაედ საედი მოკლეს. საედი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მომხდარი თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და „ჰამასის“ ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილ ბატალიონს მეთაურობდა.
