ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ურიუპინსკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ ურიუპინსკში ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ. უკრაინულმა დრონებმა ასევე შეუტიეს, იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ელექტროსადგურს სმოლენსკის ოლქში. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
