ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი: დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა
„დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა“- ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თავის პოდკასტის მეორე ეპიზოდში განაცხადა. მან ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ ვითარებაზე ისაუბრა, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ცენზურასა და ადამიანების დაპატიმრებაში გამოიხატება. მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ მოსაზრებებს საჯაროდ გამოთქვამენ.
