კახეთში დილიდან ზარალს ითვლიან
კახეთში დილიდან ზარალს ითვლიან. ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები,მოგლეჯილია ხეები და ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელოსუფლების წარმომადგნელები. მიყენებულ ზარალს კომისია დაითვლის.
