შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა. ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა გოგნიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შინაგან საქმეთა მინისტრი სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია – დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებს შეხვდა.
