ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი შერმადინმა
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი შერმადინმა. „ტენერიფემ“ კი „ბრეოგანი“ 12-ქულიანი სხვაობით 108:96 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საუკეთესო იყო, მან 29 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტენერიფეს ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტი 34 ჰქონდა და შესაბამისად მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 7 მოგებით და 3 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება.
