საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მეცი“ 3-2 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მეცი“ 3-2 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზეა, რომელიც სამი ქართველიდან ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი იყო და გამორჩეული მატჩიც ჩაატარა. ის მე-80 წუთზე საჯარიმოში დრიბლინგით შეიჭრა და ლამაზი გოლი გაიტანა. პესეჟეს რიგებიდან გოლები გონსალო რამოშმა, კვენტინ ნჯანტუმ და დეზირე დუემ მიითვალეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი აბუაშვილი თამაშში 85-ე წუთზე წიტაიშვილის ნაცვლად ჩაერთო. პარი სენ ჟერმენი ლიგა 1-ს 36 ქულით ლიდერობს და 4 იანვარს „პარიზს“ უმასპინძლებს, მანამდე კი 17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოს“ შეხვდება. „მეცი“ 11 ქულით ბოლო ადგილზეა და 4 იანვარს „ლორიენს“ ეთამაშება.
