რუსთავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან
რუსთავში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან. დღეს საღამოს 8 საათზე, თავისუფლების მოედანზე, საშობაო სოფელი გაიხსნება და მთავარი ნაძვის ხე აინთება. დღესასწაულზე მისულ რუსთაველებს, უამრავ სიურპრიზთან ერთად, ულამაზესი საშობაო მეჯლისი და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი ელოდებათ. რუსთავის საშობაო სოფელი, საბავშვო ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეილით დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით მიიღებს სტუმრებს.
