პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა
პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა. როგორც ბელარუსის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა განაცხადა, მინსკისთვის დაწესებულ სხვა სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, სულ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება.
