ბელარუსის პრეზიდენტმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი შეიწყალა
ბელარუსის პრეზიდენტმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი შეიწყალა. გადაწყვეტილება ალექსანდრ ლუკაშენკომ დონალდ ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში მიიღო. გათავისუფლებულებს შორის დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან. შეწყალება შეეხოთ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს, ვიქტორ ბაბარიკოს და მარია კოლესნიკოვას, ასევე, ნობელის პრემიის ლაურეატს, ალეს ბიალაცკის. გათავისუფლებული პატიმრები უკრაინასა და ლიეტუვას გადასცეს.
