გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ, მიტინგებს პრორუსები აწყობენ და „ნაცებთან“ ერთად, ისინი რუსეთის აგენტები არიან
სამედიცინო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ, მიტინგებს პრორუსები აწყობენ და „ნაცებთან“ ერთად, ისინი რუსეთის აგენტები არიან, ვინაიდან, საკუთარი ქვეყნის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. როგორც გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკის, განათლების და მეცნიერების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. არაბულ ფულზე კი დღეს ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული, მათ შორის ევროპაში. მისივე განცხადებით, „იგლ ჰილსის“ ოფისში ინტერესის გამო იმყოფებოდა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, კომპანიის შემოსვლით კი ქვეყანაში მშენებლობის მაღალი სტანდარტებიც შემოვა.
