დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 ადამიანი დააკავეს თბილისში
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 ადამიანი დააკავეს თბილისში. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
