შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა. გეკა გელაძემ ახალ ხელმძღვანელს საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია – მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებს შეხვდა. მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. შეხვედრებს, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია.
