ზამთრის ოლიმპიადა
როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე ლაპარაკობენ, უმეტესად დიდი ქვეყნები გვახსენდება. თუმცა 2026 წელს მილანში იქნება ქვეყანა, რომელმაც ყინულზე საკუთარი ადგილი შრომით და შედეგით დაიმკვიდრა. საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ისტორიული შედეგით წარდგება. ჩვენმა ქვეყანამ 10 საუკეთესოს შორის ადგილი მეხუთე პოზიციით დაიმკვიდრა და წარმომადგენელი ყველა სახეობაში ეყოლება. მოლოდინი დიდია, ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრის დაწყებამდე კი ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება
