საბავშვო ევროვიზია 2025
ამ წუთებში საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალური შოუ მიმდინარეობს.როგორც იცით, ამ საერთაშორისო და პოპულარული სასიმღერო კონკურსის მასპინძელი წელს საქართველოა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი. საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ხმის მიცემა 20:00 საათზე უკვე დასრულდა, მაგრამ თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას
