სათაფლიის მღვიმე
ყველაზე მხცოვანი და მდიდარი ბუნებრივი მუზეუმი იუბილარია - სათაფლია აღმოჩენიდან ზუსტად 100 წელს ზეიმობს. უნიკალური და ულამაზესი კრისტალების გარდა, მღვიმეში კიდევ ერთი საგანძურია, რომელმაც ეს პუნქტი ცივილიზაციებისა და დედამიწის ისტორიის მოყვარულთათვის შეუცვლელ ლოკაციად აქცია. ეს იმ არსების ნაკვალევია, რომელიც მილიონობით წლების წინ პლანეტის მთავარი მასპინძელი იყო, გადაშენდა, მაგრამ სათაფლიაში ნაკვალევი დაგვიტოვა
