ირანმა ომანის ზღვაში სანავთობო ტანკერი და ეკიპაჟის 18 წევრი დააკავა
ირანმა ომანის ზღვაში სანავთობო ტანკერი და ეკიპაჟის 18 წევრი დააკავა. მათ შორის ინდოეთის, შრი-ლანკას და ბანგლადეშის მოქალაქეები არიან. ოფიციალური თეირანის ცნობით გემს კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა, ეკიპაჟმა ტვირთის შესახებ ვერანაირი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ შეძლო. ამასთან ომანის ზღვაში ცურვის დროს მას ნავიგაციისა და პოზიციის მითითების სისტემები გამორთული ჰქონდა
