თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრული არც ისე შორსაა
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასასრული არც ისე შორსაა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო გეგმას შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთანაც განიხილავს. თურქეთის პრეზიდენტი შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, შავი ზღვა კონფლიქტის არენად გადაიქცეს
