გორგასლობა რუსთავში ქართული გალობის ფესტივალით აღინიშნა
გორგასლობა რუსთავში ქართული გალობის ფესტივალით აღინიშნა. ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება და მასში ქვემო ქართლის რეგიონის 19 გუნდი და 120 მგალობელი იღებს მონაწილეობას. ქართული გალობის ფესტივალი წელს პირველად ტარდება და სამომავლოდ რეგულარულ სახეს მიიღებს
