მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენებას აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა. მრევლს დღესასწაული მიულოცა და მოთმინებისა და მიტევების უნარზე ისაუბრა. სწორედ ვახტანგ გორგასლის ღვაწლით მიიღო საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია. მოციქული ანდრია კი წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. იესო ქრისტემ მას პირველს მოუწოდა თავისი მოციქული გამხდარიყო და ამიტომ პირველწოდებული ეწოდა. საეკლესიო გადმოცემით, ანდრიამ იქადაგა პირველ საუკუნეში ქრისტიანობა საქართველოში. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღენიშნება, 12 მაისს ეკლესია საქართველოში შემოსვლას იხსენებს. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა
