ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების პირველი დღე დასრულდა
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების პირველი დღე დასრულდა. აირჩიეს საარჩევნო კომისიის 15 წევრი. თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ადვოკატებს სიტყვით მიმართეს, ისაუბრეს არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებზე. ხვალ 10:00 საათიდან ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა დაიწყება, ადვოკატებს საღამოს 7 საათამდე ექნებათ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის საშუალება
