ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევრობიუროკრატების მხილება გრძელდება
ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ევრობიუროკრატების მხილება გრძელდება. საქართველოს შემდეგ ახლა უკვე ამერიკა ამტკიცებს, რომ ევროპულობის საფარქვეშ ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი ნაბიჯები ევრობიუროკრატთა ქმედების ნაწილი გახდა. ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ლიდერები დიდი ხნის წინ საუბრობდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია, ოფიციალური თბილისის პოზიციას იზიარებს და ბრიუსელს ღიად მოუწოდებს, რომ ევროპული ღირებულებებიდან გადაუხვია. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ევრობიუროკრატთა არასწორმა ნაბიჯებმა, ევროკავშირი ეკონომიკურ სტაგნაციამდე მიიყვანა. ამ ფონზე ბრიუსელს, ქართული მხარე მოუწოდებს, კრიტიკა გაიაზრონ და მიდგომა შეცვალონ
