საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრ რეტნერს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრ რეტნერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში სროლის სახეობათა განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრისას შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა. ისაუბრეს საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვის შესაძლებლობაზეც
