ევროლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ბარსელონამ
ევროლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ბარსელონამ. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 13-ქულიანი სხვაობით 98-85 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 ჰქონდა. ბარსელონა“ ევროლიგაში 10 მოგებით და 5 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 დეკემბერს, „პარიზს“ სტუმრად შეხვდება
