„საუნჯის ოდისეა“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა
„საუნჯის ოდისეა“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი განძის დაბრუნების 80 წლისადმი მიძღვნილი ფილმის ავტორი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა, იდეა კი ისტორიკოს გიორგი კალანდიას ეკუთვნის. "საუნჯის ოდისეა" ქართული საგანძურის დრამატულ თავგადასავალს მოგვითხრობს. ისტორიკოსების და სამუზეუმო საზოგადოების მიერ შეფასებულია ემიგრაციის წლები, განძის გარეშე დარჩენილი საქართველოს რეალობა, გაცოცხლებულია საინტერესო ისტორიული მომენტები და ნაჩვენებია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი განძის დაბრუნების საქმეში. ფილმი კულტურის სამინისტროსა და “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით შეიქმნა
