მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა მოეწყო
მთაწმინდის პარკში საახალწლო ბაზრობა მოეწყო. ღონისძიების სტუმრებს საბაგიროს ზედა სადგურთან საშობაოდ მორთულ, ჯადოსნურ გარემოში ქართველი მეწარმეების ნამუშევრები, საახალწლო აქსესუარები, ცხელი სასმელები და გემრიელი კვების ობიექტები დახვდებათ. საახალწლო ბაზრობა სტუმრებს დღეს და ხვალ, 12:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს
