გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის უკრაინას ნატოს მე-5 მუხლზე დაფუძნებული გარანტიები მიანიჭოს, რომელსაც კონგრესი იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუ კიევი დონბასიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს
გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის უკრაინას ნატოს მე-5 მუხლზე დაფუძნებული გარანტიები მიანიჭოს, რომელსაც კონგრესი იმ შემთხვევაში დაამტკიცებს, თუ კიევი დონბასიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს. წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება. AXIOS-ი იმასაც ამბობს, რომ პროგრესის მიუხედავად, თეთრ სახლში სახლში არ იციან, დათანხმდება თუ არა რუსეთი დონეცკიდან ძალების გაყვანას და ასევე, შიშობენ, რომ ევროპელები, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევენ, არ იჩქარონ შეთანხმების დადება, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით
