გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ბერლინში შეხვდებიან
გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ბერლინში შეხვდებიან. ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ პოტენციური შეხვედრა გადამწყვეტია, რადგან თეთრი სახლი ცდილობს წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევას. წყაროს ცნობით შეხვედრას სავარაუდოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც დაესწრებიან. მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი შეხვედრაზე ოფიციალურ წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკმარისი პროგრესი იქნება
