პარიზში დღეს დაგეგმილი შეხვედრა, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გაუქმდა
პარიზში დღეს დაგეგმილი შეხვედრა, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გაუქმდა. ცნობას ევროპული მედია საშუალებები ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ. შეხვედრა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის სატელეფონო საუბრის გაგრძელება უნდა ყოფილიყო და მასზე რუსეთთან ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა უნდა განეხილათ
