ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამ საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ალასტანის, კოთელიისა და დადეშის განახლებული სკოლები, განათლების მინისტრმა დაათვალიერა. გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებს შეხვდა. მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა. სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა. სკოლები ადაპტირებულია. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა
