სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით მან უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ე, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
