„გურული სიმღერის დიდოსტატი" ასე ჰქვია წიგნს რომლის პრეზენტაციაც ეროვნულ სასახლეში გაიმართა
„გურული სიმღერის დიდოსტატი" ასე ჰქვია წიგნს რომლის პრეზენტაციაც ეროვნულ სასახლეში გაიმართა. წიგნი გურული სიმღერის მრავალწლიანი ტრადიციის ერთ-ერთ გამორჩეულ მატარებელს, ანსამბლ "შვიდკაცას" ხელმძღვანელს ტრისტან სიხარულიძეს ეძღვნება. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა ცერემონია, სადაც ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი უნიკალური წვლილისთვის, ტრისტან სიხარულიძეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება მიენიჭა
