დემოკრატები ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ
დემოკრატები ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნეს, რომელთა შორისაც დონალდ ტრამპის ფოტოებიც არის. ერთ-ერთ ფოტოზე დონალდ ტრამპი ექვს ქალთან ერთადაა გამოსახული, რომელთა სახეები მასალების გამოქვეყნებამდე კომიტეტმა რედაქტირების შედეგად დაფარა. კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრმა, რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ „95 ათასზე მეტი ფოტო მიიღეს, მათ შორის მდიდარი და გავლენიანი მამაკაცების ფოტოები, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინთან ერთად დროს ატარებდნენ. გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასევე გამოსახულია ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, ბილ გეითსი და სხვა ცნობილი ადამიანები. არაფერი განსაკუთრებული - ასე გამოეხმაურა დემოკრატების მიერ გასაჯაროებულ ფოტო მასალას დონალდ ტრამპი
