უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მარკ რუტეს ბოლო დროინდელი განცხადებები აშკარა მაჩვენებელია, რომ ბრიუსელი დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მარკ რუტეს ბოლო დროინდელი განცხადებები აშკარა მაჩვენებელია, რომ ბრიუსელი დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგია. პიტერ სიიარტოს მოსაზრებას უნგრეთის პრემიერის ოფისის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი აქვეყნებს. განცხადებაში უნგრეთის მთავარმა დიპლომატმა მაგალითისთვის ნატოს გენერალური მდივნის მიერ ბერლინში გაკეთებული განცხადებები მოიყვანა, სადაც რუტემ აღნიშნა, რომ 5-წლიან პერიოდში რუსეთი, შეიძლება, ნატო-ზე თავდასხმისთვის მზად იყოს, და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები საშიშია და რომ ის „სამშვიდობო მოლაპარაკებებს პრაქტიკულად ზურგში დანას ურტყამს“
