დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას ბარტ დე ვევერს უმასპინძლა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას ბარტ დე ვევერს უმასპინძლა. მიგრაციის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებთან ერთად, ლიდერებმა უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების თემა განიხილეს. აღსანიშნავია, რომ გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 189 მილიარდი ევრო, სწორედ ბელგიაში ინახება. ბრიუსელი კი აღნიშნული თანხის უკრაინის დახმარებისთვის გამოყენების ევროკავშირისეულ გეგმას ეწინააღმდეგება, თუმცა საკითხის გადაწყვეტისთვის ევროპას ბელგიისთვის რისკების შემცირებას სთხოვს
