საფრანგეთის პარტია „პატრიოტების“ ლიდერი „ფრექსიტის“ - ანუ საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის ინიციატივით გამოდის
საფრანგეთის პარტია „პატრიოტების“ ლიდერი „ფრექსიტის“ - ანუ საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის ინიციატივით გამოდის. ყოფილი ევროპარლამენტარი ფლორიან ფილიპოს განცხადებით, პარიზს ვერ ექნება საკუთარი საგარეო პოლიტიკა, თუკი ის ევროპულ ბლოკში დარჩება. პარტია პატრიოტების ლიდერის განცხადებით, შეუძლებელია 27 ქვეყანას ყოველთვის ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდეს. ფილიპო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, მთავრობისა და ევროკავშირისთვის უნდობლობის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს, ხალხს კი მოუწოდებს რომ ომის მოსურნე მაკრონის, ბრიუსელისა და ნატოს გასაპროტესტებლად, დღეს დაგეგმილ მშვიდობის მარშს შეუერთდნენ. მშვიდობის ეროვნული მსვლელობა დღეს პარიზში ადგილობრივი დროით 3 საათზე დაიწყება
