სათაფლიას მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა
სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა, თარიღთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოტური გაიმართა. სათაფლია განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით გამოირჩევა. უნიკალური კოლხური ტყით, პანორამული გადასახედით, ტურისტული ბილიკებით, მუზეუმითა და დინოზავრების პარკით - სათაფლია ინტერესს ყველა ასაკის სტუმარს უღვიძებს და ყოველწლიურად ათი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს. 2011 წელს გახსნილმა ვიზიტორთა ცენტრმა და საგამოფენო სივრცემ მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული პოტენციალი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, 2015 წლიდან დღემდე, ინფრასტრუქტურას მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა
