უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ირანის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, თურქმენეთის, ნეპალის, სიერა ლეონეს, ბანგლადეშის, იორდანიის, ეთიოპიისა და ავღანეთის მოქალაქეები. ისინი საქართველოში, კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით
