თბილისის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საზეიმოდ აინთო
თბილისის მთავარი ნაძვის ხე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საზეიმოდ აინთო. სადღესასწაულო ილუმინაციებით განათდა, დედაქალაქის ყველა უბანი. წლევანდელი საახალწლო სლოგანია „სიკეთით სავსე ქალაქი“. ღონისძიების კონცეფცია, სწორედ ამ სლოგანზე იყო აგებული. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი
