ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ევროპას უახლოეს 5 წელიწადში რუსეთისგან თავდასხმა და მასშტაბური ომი ემუქრება, ბუდაპეშტში უპასუხეს
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ევროპას უახლოეს 5 წელიწადში რუსეთისგან თავდასხმა და მასშტაბური ომი ემუქრება, ბუდაპეშტში უპასუხეს. უნგრეთის საერთაშორისო კომუნიკაციების მდივანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ომის მოსურნეები არსებობენ. ზოლტან კოვაჩის თქმით, დროა ბრიუსელსა და მის მეგობრებს ვინმემ შეახსენოს, რომ ევროპას მშვიდობა სჭირდება და არა აპოკალიპტური განცხადებები.
