მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთა ნაკადი, ისე რეისების რაოდენობა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთა ნაკადი, ისე რეისების რაოდენობა. იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 14%-ით აღემატება.
