ამერიკელი სენატორი მაიკ ლი ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიატოვონ ბრიუსელი და დატოვონ ევროკავშირი
რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, ევრო-ექსიტის დროა. სენატორი მაიკ ლი ამ კომენტარით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის გაუსაჯაროებელ ვერსიაში იყო ინიციატივა, რომ ევროკავშირის 4 ქვეყანას - იტალიას, უნგრეთს, პოლონეთსა და ავსტრიას ევროკავშირი დაეტოვებინა. თუმცა თეთრი სახლი, მედიაში გაჟონილი ამ ვერსიის ავთენტიკურობას არ ადასტურებს.
