საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი და ევროპარლამენტარი ჯორდან ბარდელა უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
ბარდელას თქმით, ეს ნაბიჯი საფრანგეთს კონფლიქტში ჩაითრევს, რასაც დრამატული შედეგები მოჰყვება. ფრანგმა ევროპარლამენტარმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის ბიუროკრატია, მისი ეკონომიკური და საიმიგრაციო პოლიტიკა, ასევე, წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვაშიც დაადანაშაულა.
