დევნილი ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე დევნილი ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებები და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა. ლექცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ხელოვნური ინტელექტის დარგში ექსპერტმა, პროფესორმა, ზვიად გაბისონიამ წაიკითხა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები განმარტა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.
