განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი კასპის, გორისა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯებს ეწვია
მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გივი მიქანაძემ კოლეჯის წარმომადგენლებთან პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა და მათგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
