გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი კენიაში, გაეროს გარემოს დაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის თემატური დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა
დისკუსია გაიმართა თემაზე- „დრო იწურება: გლობალური პლასტმასის ხელშეკრულებაზე შეთანხმების დროა“. დავით სონღულაშვილმა მიმოიხილა საქართველოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები, რომელთა თანახმადაც 2026 წლის იანვრიდან იკრძალება შერჩეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია. მან ხაზი გაუსვა ასევე მშვიდობისა და სტაბილური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობას მდგრადი გარემოს დაცვითი პოლიტიკისთვის.
